აჭარის ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტის ღია სხდომა

13 სექტემბერი 2018

12 სექტემბერს, ბათუმში ადვოკატთა ასოციაციის აჭარის ადვოკატის უფლებათა დაცვის რეგიონული კომიტეტის ღია სხდომა ჩატარდა, რომელსაც ადვოკატის უფლებათა დაცვის თბილისის და იმერეთის კომიტეტების წარმომადგენლები, ასევე აჭარის რეგიონში მომუშავე ადვოკატები დაესწრნენ.

შეხვედრაზე განიხილეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში არსებული ისეთი ხარვეზები, როგორებიცაა:

>კანონით განსაზღვრული სისხლის სამართალწარმოების ვადის გადაცილება;

>განრიდების გამოყენებაზე დაუსაბუთებელი უარი;

>ქმედების არასწორი კვალიფიკაცია;

შეხვედრის დღისწესრიგის მეორე ძირითადი საკითხი გახლდათ კოელგიალობის პრინციპის მნიშვნელობა და მისი დაცვის ეფექტური საშუალებების მიოხილვა.

შეხვედრის დასასრულს, ადვოკატებმა გამოკვეთეს ძირითადი მიმართულებები, რაზეც  მუშაობას გააგრძელებენ და კონკრეტული რეკონებდაციებით მომართავენ ასოციაციას.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სამომავლოდ მსგავსი რეგიონალური შეხვედრების კიდევ უფრო გააქტიურებას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს ასოციაციის საქმიანობაში ადვოკატების მეტ ჩართულობას.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი